გიორგი ვოლსკი – გაერთიანებულ სამეფოში ამოქმედებულ „უცხოური გავლენის რეგისტრაციის სქემაზე“: ანალოგიური კანონები მიღებულია არაერთ დემოკრატიულ ქვეყანაში – ასე რომ, რეალური საფრთხეები არსებობს

„ანალოგიური კანონები მიღებულია არაერთ დემოკრატიულ ქვეყანაში. ასე რომ, რეალური საფრთხეები არსებობს,“- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ გაერთიანებულ სამეფოში ამოქმედებულ „უცხოური გავლენის რეგისტრაციის სქემაზე“ საუბრისას განაცხადა.

„ანალოგიური სიტუაციაა საქართველოში, ანალოგიური კანონები მიღებულია არაერთ დემოკრატიაში. ასე რომ, რეალური საფრთხეები არსებობს და მთავარი საფრთხე რაც არის, ამას ქმნის გარკვეული ვითარება, რომელიც მსოფლიო შეიქმნა. ამოცანა არის საქართველოს გამოყენება საზარბაზნე ხორცად იმ დაპირისპირებაში, რომელიც მსოფლიოში მიმდინარეობს”, – აცხადებს გიორგი ვოლსკი.

რადიო „თავისუფლების“ ინფორმაციით, პირველი ოქტომბრიდან გაერთიანებულ სამეფოში ძალაში შევიდა გამკაცრებული ზომები უცხოური პოლიტიკური გავლენის, განსაკუთრებული აქცენტით – ირანისა და რუსეთის გავლენების წინააღმდეგ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები