დანიის პრემიერ-მინისტრი: ევროპა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე რთულ და სახიფათო მდგომარეობაშია

ევროპა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე რთულ და სახიფათო სიტუაციაშია, – ამის შესახებ დანიის პრემიერ-მინისტრმა, მეტე ფრედერიკსენმა განაცხადა.

მისი თქმით, ის ცივი ომის დროინდელ მდგომარეობასაც კი აღემატება.

„ვფიქრობ, რომ ეს სერიოზულია. ვფიქრობ, ომი უკრაინაში ძალიან სერიოზულია. როდესაც დღევანდელ ევროპას ვუყურებ, მიმაჩნია, რომ მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ ყველაზე რთულ და სახიფათო მდგომარეობაში ვართ“, – აღნიშნა ფრედერიკსენმა.

როდესაც მას დრონების შეჭრასთან დაკავშირებით ჰკითხეს, დანიის მთავრობის მეთაურმა უპასუხა, რომ ზოგადად მათი ჩამოგდების მომხრეა, მაგრამ ამბობს, რომ „ეს სწორი გზით უნდა გაკეთდეს“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები