კამჩატკის სანაპიროსთან მიწისძვრა მოხდა

კამჩატკას აღმოსავლეთ სანაპიროსთან 5.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა.

მიწისძვრა პეტროპავლოვსკ-კამჩატსკიდან 581 კილომეტრში, 20 კილომეტრის სიღრმეზე დაფიქსირდა.

აღსანიშნავია, რომ 30 ივლისს კამჩატკაზე 1952 წლის შემდეგ ყველაზე ძლიერი მიწისძვრა მოხდა, რომლის სიმძლავრემ 8.8 მაგნიტუდა შეადგინა. მას შემდეგ მეცნიერები განმეორებით ბიძგებს ყოველდღიურად აფიქსირებენ.

მეცნიერების შეფასებით, ამჟამინდელი სეისმურობა უკიდურესად მაღალია. რეგიონის გუბერნატორმა რეგიონში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები