ნინი ზარქუა: ირაკლი ზარქუას არანაირი კავშირი არ აქვს ამ ტენდერებთან! ეს კომპანია “ლაგი კაპიტალი”არის გასხვისებული 2 ან 3 წლის წინ

“მინდა გამოვეხმაურო ნაც ჟურნალისტების მიერ შეთხზულ სიცრუეს. გასაგებია არჩევნებია და ისევ გინდათ ჩემი ძმის მიმართ შავი პიარის აგორება და ამიტომაც ჩემს მეუღლეს და ზოგადად ჩვენს ოჯახს იყენებთ! თუმცა არ მინდა თქვენი მაყურებელი შევიდეს შეცდომაში და ამიტომაც ვხსნი,”- ამის შესახებ პარლამენტარი ირაკლი ზარქუას და ნინო ზარქუა სოციალურ ქსელში წერს.

მისივე განცხადებით, გამოძიება დაადგენს ყველას დანაშაულს და შესაბამისი პასუხიც გაეცემათ იმისთვის რაც ჩაიდინეს.

“ჩემს მეუღლეს და მით უმეტეს, ირაკლი ზარქუას არანაირი კავშირი არ აქვს ამ ტენდერებთან! ეს კომპანია “ლაგი კაპიტალი”არის გასხვისებული( გაყიდული) 2 ან 3 წლის წინ ზუსტად არც მახსოვს, შემდგომ, ახალმა მფლობელებმა რაც ჩაიდინეს არანაირ კავშირში არაა ალექსანდრე ამისულაშვილთან! მეტსაც გეტყვით საერთოდ სახეზეც კი არ იცის ეს პიროვნებები!გამოძიება დაადგენს ყველას დანაშაულს და შესაბამისი პასუხიც გაეცემათ იმისთვის რაც ჩაიდინეს, თუმცა ვაი ჟურნალისტებს მოუწევთ ბოდიშის მოხდა ჩემი ოჯახისთვის, რომლებიც სიცრუეს ავრცელებენ და მაყურებელი შეყავთ შეცდომაში!

p.s ხოლო სკეპტიკოსებს შეგიძლიათ ჩვენებებიც ნახოთ დაკავებულების და კიდევ უფრო მიხვდებით,რომ ჩემი ოჯახი ამ თემასთან საერთოდ არ არის კავშირში,”- წერს ნინი ზარქუა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები