გიტანას ნაუსედა – ლიეტუვა მზად არის, უკრაინაში ჯარები გაგზავნოს

ლიეტუვა მზადაა, უკრაინაში ჯარები გაგზავნოს. ეს შეიძლება მოხდეს როგორც მისიის ნაწილი, ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ,- ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ განაცხადა.

”ჩემი ქვეყანა მზად არის უზრუნველყოს საჭირო მხარდაჭერა. ჩვენ ვსაუბრობთ ჩვენი სამხედრო ძალების ძალიან კონკრეტულ რაოდენობაზე, მაგრამ ამ კოალიციის ყველა ქვეყანამ უნდა აიღოს ვალდებულება, უზრუნველყოს ეს მხარდაჭერა”, – აღნიშნა მან.

ამასთან, მისივე თქმით, აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს უკრაინაში სამწლიანი ომის დასრულება ნამდვილად სურს, თუმცა რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი მოლაპარაკებების იმიტაციას ახდენს და უკრაინულ ტერიტორიაზე თავდასხმებს აგრძელებს.

როგორც მედია იუწყება, ლიეტუვა თვლის, რომ მისი უსაფრთხოება ომის შედეგზეა დამოკიდებული, ამიტომ, ვილნიუსმა გაზარდა თავდაცვის ხარჯები პოტენციური აგრესიის შესაჩერებლად.

ამასთან, რამდენიმე ქვეყანამ გამოაცხადა მზადყოფნა საკუთარი ჯარების გაგზავნისთვის. თუმცა, ისინი ითხოვენ, რომ შეერთებული შტატები მხარი დაუჭიროს ამ მისიას, რაზედაც ვაშინგტონი ჯერჯერობით უარს ამბობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები