ბესო ხარძიანი: მამაჩემს იძულებით ჩაასხეს პირში ნარკოტიკული საშუალება – შემდეგ ორი საათის განმავლობაში ასეირნეს ქალაქში, რომ კარგად გახსნილიყო ორგანიზმში, შემდეგ უკვე შეასახლეს გლდანის N8 საპყრობილეში – მამაჩემმაც გაიარა, ცემა-ტყეპით ე.წ. კორიდორი, დაახლოებით ორი კვირის განმავლობაში ე.წ. კარანტინში იჯდა
”ერთი ჩემხელა ბიჭი ეჯდა მამაჩემს, იმ ადამიანს მართლა ჰქონდა დანაშაული რაღაცა და მერე გამოვიდა და შემხვდა, მამაჩემმა უთხრა შენხელა ბიჭი მყავს და გაიცანიო და, რომ გამიცნო პირველი ის მითხრა, რომ ვინ ჰყავს მამაშენს ასეთი მტერი, ორი კვირა მოგვიწია ერთად ამ კარანტინში და მის გამო მთელ ამ პატიმრებს გვცემდნენო”, – ამის შესახებ, ბიზნესმენ ბესო ხარძიანის შვილმა, ბესო ხარძიანმა, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა.
როგორც მან კომისიის წევრებთან საუბრისას აღნიშნა, 2011 წლის 16 თებერვალს, ბესო ხარძიანს იძულებით მიაღებინეს ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი, რის შემდეგაც მოათავსეს გლდანის N8 დაწესებულებაში და მასზე ხორციელდებოდა ფიზიკური ძალადობა.
„2011 წლის 16 თებერვალს მამაჩემს აჩერებენ ვარაზისხევში, დაახლოებით იქ, სადაც ესტაკადა მთავრდება, სოდ-ის და კუდ-ის თანამშრომლები. ეს 2011 წელია და ამდენი ვიდეოთვალი ქალაქში არ იყო და მოწმეც არ არსებობს. არსებობს 10 მოწმე და ათივე არის თანამშრომელი, მათ შორის ერთზე უნდა ვთქვა, დაზუსტებით ალბათ ვერ გეტყვით, მაგრამ ალბათ, შემდეგ მოგაწვდით, ერთ-ერთი არის მესხი, რომელიც მამაჩემს პირში წამალს აყრიდა და თუ არ ვცდები სამცხე-ჯავახეთის პოლიციაში არის დღესაც და მინდა, რომ ყურადღება მიაქციოთ. იმიტომ არ ვიძახი რომ ან რაღაც საქმიანობა შეუჩერდეს მას და მათ შვილებს რაღაც საკვები ვერ მიუტანოს ეს მე არაფერს არ მომცემს, უბრალოდ ყურადღება რომ მიაქციოთ ამ ფაქტს.
მამაჩემი მარტო ბრძანდებოდა, გამოვიდა შეხვედრიდან და სადაც მოვყევი კონკრეტულად გააჩერეს და გადმოაგდეს მანქანიდან. პირველად როცა წყალში გარეული ეგრეთწოდებული, მერე გავიგეთ ეს იყო ჰეროინი, ნარკოტიკული საშუალება, ჩაასხეს პირში, ბოდიში და ის გადმოაბრუნა უკან და მოკლედ იძულებით მეორე მცდელობით უკვე ჩაასხეს პირში და გადააყლაპეს ეს ნარკოტიკული საშუალება.
შემდეგ ორი საათის განმავლობაში ასეირნეს ქალაქში, რომ კარგად ორგანიზმში გახსნილიყო ეს ნივთიერება, გადაიყვანეს უკვე სადაც საჭირო იყო. იქ რა თქმა უნდა უკვე ამოუგდო ეს ნარკოტიკული საშუალება და ამის შემდეგ გადაიყვანეს უკვე დროებით იზოლატორში. ესე დაიწყო.
შემდეგ უკვე 2011 წლის 18 თებერვალს უკვე შეასახლეს გლდანის მერვე საპყრობილეში. ვინც იმ დროს ციხეში იჯდა ალბათ ყველას ემახსოვრება ე.წ. კორიდორი, რომელიც მამაჩემმაც გაიარა, ცემა-ტყეპით, როგორც ხდებოდა სამწუხაროდ. დაახლოებით ორი კვირის განმავლობაში ე.წ. კარანტინში იჯდა და იმდროინდელი გლდანის ციხის კარანტინი ორი კვირით ყველა დამერწმუნება ვინც იცის და ვინც იქ ნამყოფია ძალიან დიდი დრო არის. ორი კვირა გაატარა ამ ადამიანმა ძალიან ცუდ პირობებში. მათ შორის ერთი ჩემხელა ბიჭი ეჯდა მამაჩემს, იმ ადამიანს მართლა ჰქონდა დანაშაული რაღაცა და მერე გამოვიდა და შემხვდა, მამაჩემმა უთხრა შენხელა ბიჭი მყავს და გაიცანიო და, რომ გამიცნო პირველი ის მითხრა, რომ ვინ ჰყავს მამაშენს ასეთი მტერი, ორი კვირა მოგვიწია ერთად ამ კარანტინში და მის გამო მთელ ამ პატიმრებს გვცემდნენო. რომ ჩავეძიე სიღრმისეულად და კითხვებს ვუსვამდი, რა ხდებოდა რომ აღეწერა, ვთხოვე, რომ არ მოეყოლა ქალებისთვის ოჯახში და მე და ის ვსაუბრობდით ცალკე, სახლში მოვიდა ჩვენთან და გაგვცესო უბრალოდ. ამაზე პასუხი იყო რომ ღამის სამ საათზე მამაშენს როდესაც ეძინა შემოვარდებოდნენ – „ხარძიანი რა გაყვირებს?“, ამ დროს ეძინა მამაშენსო, გაჰყავდათო და მასთან ერთად რამდენიმე კაცსაც ხანდახან უწევდაო, რომ არ გამოჩენილიყო ისე თითქოს მარტო ბესოზე იყო იქ აქცენტი“, – განაცხადა ბესო ხარძიანმა.