გიორგი ვოლსკი ოპოზიციაზე: ეს არის მავნებლების ჯგუფი, რომელიც უპირისპირდება ეროვნულ ინტერესებს

„ეს არის მავნებლების ჯგუფი, რომლებიც უპირისპირდებიან ეროვნულ ინტერესებს,“ – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ ოპოზიციის გადაწყვეტილების შეფასებისას განაცხადა, რომ არ მიიღებენ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას.

მისივე თქმით, მათ არ იციან რა უნდა ქნან მომავალში და ჯერჯერობით თავიანთი პატრონებისგან ინსტრუქციაც არ აქვთ.

„ძალიან ცუდ მდგომარეობაში შეიყვანეს ამ ინსტრუქტორებმა, მასწავლებლებმა და სცენარის ავტორებმა ოპოზიციის საკმაოდ სერიოზულად დიდი ჯგუფი, რომელსაც უკვე ოპოზიციაც აღარ ეწოდება. ეს არის მავნებლების ჯგუფი, რომლებიც უპირისპირდებიან ეროვნულ ინტერესებს. პოლიტიკურ პროცესებს გამოეთიშნენ, ფაქტობრივად აუტსაიდერები გახდნენ და არ იციან მომავალში როგორ იმოქმედონ, როგორ შეინარჩუნონ საკუთარი რენომე, ამიტომ უკანაც არ იხევენ იმ ბოროტი სცენარიდან, რომელიც ჰქონდათ თავიდან ჩამოყალიბებული. მათ ახალი ინსტრუქციაც არ გააჩნიათ“, – აღნიშნა ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები