პაატა მანჯგალაძე: ვიდრე ხალხის მოთხოვნა ხელახალი არჩევნების ჩატარებაა, მანამდე არანაირ თვითმმართველობის არჩევნებს არ განვიხილავთ

“ვიდრე ხალხის მოთხოვნა ხელახალი არჩევნების ჩატარებაა, მანამდე არანაირ თვითმმართველობის არჩევნებს არ განვიხილავთ”, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის” წევრმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

მანჯგალაძის თქმით, მისი პარტია ხალხის მოთხოვნებს ეთანხმება.

„რაღაც გასართობად ექცა რეჟიმს, „ქართულ ოცნებას“ თვითმმართველობის არჩევნებზე საუბარი. თვითმმართველობის არჩევნებამდე ლამის 7 თვეა დარჩენილი, მაშინ როცა ქუჩაში 110 დღეზე მეტია ადამიანები გამოსულები არიან და ითხოვენ ხელახალ არჩევნებს, მოძალადეების დასჯას და ყველა პოლიტიკური პატიმრის გათავისუფლებას. ჩვენ, „სტრატეგია აღმაშენებელი“ ვართ ხალხთან ერთად, ეს დევს ჩვენი პოლიტიკური დღის წესრიგის მაგიდაზე და სხვა საკითხებს არ განვიხილავთ. ჩვენ ვართ ხალხთან ერთად და ხალხის მოთხოვნებს ვეთანხმებით“, – განაცხადა მანჯგალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები