გია ვოლსკი: უკვე აშკარა გახდა, რომ სალომე ზურაბიშვილი შექმნილი თოჯინა, ტიკინა და მარიონეტი იყო, რომელიც ვიღაცის გაცხელებულ თავში როგორც გაერთიანების ლიდერი, ისე ჩამოყალიბდა და სააკაშვილი ჩაანაცვლა
“უკვე აშკარა გახდა, რომ სალომე ზურაბიშვილი შექმნილი თოჯინა, ტიკინა და მარიონეტი იყო, რომელიც ვიღაცის გაცხელებულ თავში როგორც გაერთიანების ლიდერი, ისე ჩამოყალიბდა და სააკაშვილი ჩაანაცვლა”, – ამის შესახებ, პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ოპოზიციის ერთობაზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, ოპოზიციას ოპოზიცია აღარ ჰქვია.
„ამაზე მუშაობა მიდის 2022 წლის თებერვლიდან, რომ სალომე უნდა გამხდარიყო ოპოზიციური მოძრაობის ლიდერი, რაც მან ვერ შეძლო არამარტო იმიტომ, რომ ოპოზიციას ოპოზიცია აღარ ჰქვია და ეს რევოლუციური ჯგუფია. პრაქტიკულად, სალომეც იგივე გახდა, რაც ნებისმიერი ლევან ხაბეიშვილი იყო. დღეს ერთმანეთს უპირისპირდებიან, მაგრამ ერთი დონის, გაქანების და მასშტაბის პოლიტიკოსები არიან. ვერ ამაღლდა თავისი ქოლგით, რომელიც უნდა გაეშალა და მის ქვეშ ოპოზიციის მთელი სპექტრი გააერთიანებინა. ვერ გააკეთა, ვერ შეძლო და ის ამოცანა და დღის წესრიგი, რომელიც მას დასახული ჰქონდა ბრიუსელიდან, ვერ განხორციელდა. ვერც განხორციელდება იმიტომ, რომ ის ადამიანები, რომლებსაც არავითარი ინტერესი არ გააჩნიათ, რომ ვიღაც ახალი ლიდერი ჰყავდეთ, თვითონ ძალიან კარგად არიან გაერთიანებული, აქვთ თავისი ამოცანა, რომელსაც საქართველოს დესტაბილიზაცია ჰქვია”, – განაცხადა ვოლსკიმ.