“აშშ-თან სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენას ოპტიმიზმის საფუძველი აქვს” – გია ვოლსკი
პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ საქართველო-აშშ-ს შორის არსებულ ურთიერთობაზე კიდევ ერთხელ ისაუბრა.
მისი განმარტებით, აშშ-თან სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენას ოპტიმიზმის საფუძველი აქვს.
„სანდო პარტნიორები ვიყავით ამერიკისთვისაც, დასავლეთისთვისაც ზოგადად, მაგრამ, როგორც ჩანს „დიფ სთეითმა“ გაიმარჯვა მაშინ და იმედი გვაქვს, რომ ახლა სიტუაცია სიღრმისეულად შეიცვლება და ამ იმედს ოპტიმიზმის საფუძველი გააჩნია“, – განაცხადა ვოლსკიმ.