თეონა აქუბარდია: ახალი საპარლამენტო არჩევნები, პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება არის უწყვეტი პროტესტის მიზანი
“ახალი საპარლამენტო არჩევნები, პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება, არის უწყვეტი პროტესტის ის მიზანი, რაშიც ვართ ერთიანი”,- ამის შესახებ, „გახარია საქართველოსთვის“ წევრი, თეონა აქუბარდია აცხადებს.
აქუბარდიას თქმით, ოქტომბრის არჩევნებზე საუბარი ნაადრევია.
„კალენდარში როცა მარტია და არჩევნები არის ოქტომბერში, მაშინ, როდესაც 100 დღეზე მეტია, პროტესტის მთავარი მოთხოვნა არის ახალი საპარლამენტო არჩევნები და პოლიტიკური პატიმრების თავისუფლება, ოქტომბრის არჩევნების დღის წესრიგში მარტში შემოტანა, არის მხოლოდ და მხოლოდ ივანიშვილის ინტერესი და ამ ინტერესში არ მივყვებით. გეუბნებით, რომ ახალი საპარლამენტო არჩევნები, პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება, არის უწყვეტი პროტესტის ის მიზანი, რაშიც ვართ ერთიანი და მივყვებით ამ მოთხოვნებს, ისევე, როგორც მივყვებით კალენდარს. ოქტომბერზე და „ოცნების“ დღის წესრიგით ნაკარნახევ საკითხებზე არ ვაპირებთ ყოველდღიურ რეჟიმში პასუხის გაცემას”, – განაცხადა თეონა აქუბარდიამ.