„ჩვენ დიდი ტირანიის წინაშე ვდგავართ, მაგრამ მინდა იცოდეთ, რომ გულგატეხილი არ ვიქნები“, – ამის შესახებ, სტამბოლის მერმა, ერქემ იმამოღლუმ განაცხადა.
როგორც ცნობილია, სტამბოლის უნივერსიტეტმა გააუქმა იმამოღლუს დიპლომი, 1990 წელს მისი ჩრდილოეთ კვიპროსის კერძო უნივერსიტეტიდან , ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტზე გადაყვანის სავარაუდო დარღვევების მოტივით. ეს გადაწყვეტილება კი აკრძალავს იმამოღლუს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას.
53 წლის იმამოღლუმ უნივერსიტეტის გადაწყვეტილებას “უკანონო” უწოდა და ამტკიცებდა, რომ მას არ აქვს დიპლომის გაუქმების უფლებამოსილება.
„მოახლოებულია ის დღეები, როდესაც ისინი, ვინც ეს გადაწყვეტილება მიიღეს, ისტორიისა და სამართლიანობის წინაშე აგებენ პასუხს. სამართლიანობის, კანონისა და დემოკრატიის მწყურვალი ჩვენი ხალხის მარშის შეჩერება შეუძლებელია. ჩვენ დიდი ტირანიის წინაშე ვდგავართ, მაგრამ მინდა იცოდეთ, რომ გულგატეხილი არ ვიქნები“, – აცხადებს იმამოღლუ.
მოგვიანებით მან ასევე თქვა, რომ გადაწყვეტილება მიღებულ იქნა ერდოღანის მთავრობის ზეწოლის შედეგად და გამოთქვა შეშფოთება სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის შესახებ. თუმცა, მან თქვა, რომ ამ გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს.
იმამოღლუმ დაკავებებში ერდოღანი დაადანაშაულა და სოციალურ მედიაში თქვა, რომ ეს ნაბიჯი იყო „ერთი ადამიანის ახირებების შედეგი, რომელიც თავს ხალხის ნებაზე მაღლა თვლის“.
ამასთან, პარტიის თავმჯდომარემ, ოზგურ ოზელმა ერდოღანი ამომრჩევლის არჩევანის შელახვაში დაადანაშაულა.