ზელენსკი: პუტინთან ტრამპის შეთანხმებები ჯერ არ მუშაობს, რადგან საუბრის დასრულებისთანავე უკრაინაში საჰაერო თავდასხმის განგაში გაისმა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან ჯერ არ უსაუბრია, რომელმაც კრემლის ლიდერ ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბარი გამართა.

„მოველით, რომ გვექნება საუბარი პრეზიდენტ ტრამპთან, გავიგებთ დეტალებს. ჩვენ ყოველთვის მხარს ვუჭერდით პოზიციას, რომ არავითარი იარაღით არ ყოფილიყო დარტყმები ენერგეტიკის სექტორზე“, – თქვა ზელენსკიმ.

სახელმწიფოს მეთაურმა აღნიშნა, რომ ისურვებდა ტრამპს ენახა, რა სურს პუტინს.

„პუტინს სურს, განახორციელოს რამდენიმე შეტევითი მოქმედება ზაპოროჟიეს მიმართულებით, აღმოსავლეთში, ხარკოვისა და სუმის მიმართულებით. რისთვის? იმისათვის, რომ მაქსიმალური ზეწოლა მოახდინოს უკრაინაზე და შემდეგ ულტიმატუმები წამოაყენოს ძლიერის პოზიციიდან“, – დასძინა ზელენსკიმ.

როგორც მან აღნიშნა, უკრაინელებისთვის აშკარაა, რომ ტრამპის შეთანხმებები პუტინთან ჯერ არ მუშაობს, რადგან საუბრის დასრულებისთანავე უკრაინაში საჰაერო თავდასხმის განგაში გაისმა.

„ვფიქრობ, უკრაინელებისთვის გასაგებია რა ხდება. ახლა უკრაინაში განგაშია. ანუ ეს, პრინციპში, არის კიდევაც პასუხი იმაზე, თუ რა ხდება. ანუ, რუსებმა, როგორც ჩემთვის ცნობილია, თქვეს, რომ პრეზიდენტ ტრამპთან საუბრის დროს ისინი ბრძანებას გასცემენ ენერგეტიკაზე ან შორი მანძილის იარაღით დარტყმების შეწყვეტის თაობაზე, „შაჰედებით“ მათ შორის, მაგრამ ახლა არის განგაში, ანუ ახლა ეს ყველაფერი არ მუშაობს“, – განაცხადა ზელენსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები