კრემლმა უკრაინაში კონფლიქტის მოგვარების მთავარი პირობა დაასახელა

კრემლმა უკრაინაში კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების მთავარ პირობად საგარეო სამხედრო დახმარების და კიევისთვის დაზვერვის მიწოდების სრული შეწყვეტა დაასახელა, – ამის შესახებ ინფორმაციას კრემლის პრესსამსახური რუსეთისა და აშშ-ის პრეზიდენტების, ვლადიმერ პუტინისა და დონალდ ტრამპის სატელეფონო საუბრის შემდეგ ავრცელებს.

„ხაზგასმით აღინიშნა, რომ კონფლიქტის ესკალაციის თავიდან აცილებისა და მისი პოლიტიკური და დიპლომატიური გზებით მოგვარებისთვის მუშაობის მთავარი პირობა უნდა იყოს საგარეო სამხედრო დახმარებისა და კიევისთვის სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდების სრული შეწყვეტა“, – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები