კარიბის ზღვაში სამგზავრო თვითმფრინავი ჩავარდა – არის მსხვერპლი

კარიბის ზღვის სანაპიროზე ავიაკატასტროფის შედეგად სულ მცირე 12 ადამიანი დაიღუპა,- ამის შესახებ cbsnews-ი წერს.

მედიის ცნობით, თვითმფრინავი ჰონდურასის კუნძულ როატანიდან აფრინდა და მალევე, კარიბის ზღვაში ჩავარდა.

თვითმფრინავში 15 მგზავრი, 2 პილოტი და ბორტგამყოლი იმყოფებოდა. სახანძრო დეპარტამენტის ცნობით, ავარიის შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა, ხუთი კი გადაარჩინეს. 1 მგზავრს ამ დრომდე ეძებენ.

სამართალდამცველების განცხადებით, ავიაკატასტროფა, დიდი ალბათობით თვითმფრინავის მექანიკური გაუმართაობის გამო მოხდა. საქმეზე დაწყებულია გამოძიება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები