“ლოგიკურია ინიციატივა, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილებები ონლაინმედიასაც შეეხოს” – კირცხალია

“სწორი გაგებით, მაუწყებლობის „ჩარჩოში“ მოქცევაზე როცა ვსაუბრობთ, იმ კრიტერიუმებით, რომლითაც ყველა წამყვანი ქვეყანა ხელმძღვანელობს, იმ ონლაინ გამოცემებსაც უნდა შეეხოს, რომლებსაც, პირველ რიგში, მედია და მაუწყებლობები ფლობენ”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ირაკლი კირცხალიამ განაცხადა.

მისი განმარტებით, სრულიად ლოგიკური ინიციატივაა, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილებები შეეხოს ონლაინ მედიასაც.

„21-ე საუკუნეში ვართ და მხოლოდ ტელევიზორი ხომ არ გვაქვს? ზოგი ინფორმაციას ტელეფონიდან და ინტერნეტსივრციდან იღებს. აქ ალოგიკური და გასაკვირი ნამდვილად არაფერია. სრულიად ლოგიკური ინიციატივაა. ცვლილებები მაუწყებელს თუ ეხება, მაუწყებლის მხრიდან მართულ ონლაინ მედიას რატომ არ უნდა ეხებოდეს? ან თუნდაც არამაუწყებელს. როდესაც შენ საკუთარ თავს აპოზიციონირებ, როგორც ონლაინ მედია, რატომ უნდა იყო წინააღმდეგი, რომ ყველა მედია სტანდარტი დაიცვა, რომელიც მსოფლიოს წამყვან დემოკრატიებში მოქმედებს. თქვენი კოლეგებისგან და არა მხოლოდ მათგან, შეშფოთება მოვისმინე არა მხოლოდ ონლაინ მედიაზე, არამედ, ზოგადად, როცა ეს ყველაფერი დაანონსდა მაუწყებლებთან დაკავშირებით. გასაკვირია და ისევ და ისევ კითხვის ნიშანს აჩენს, რომ ე.ი. რაიმე დასამალი აქვს“, – აღნიშნა კირცხალიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები