პოლონეთში 66 წლის პოლიტიკოსის, ბარბრა სკშიპეკის გარდაცვალებაში ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, დონალდ ტუსკის მთავრობას ადანაშაულებენ
პოლონეთში 66 წლის ასაკში პოლიტიკოსი ბარბრა სკშიპეკი გარდაიცვალა. ადგილობრივი ოპოზიციის ვარაუდით, მის გარდაცვალებაში ქვეყნის მოქმედი პრემიერ-მინისტრის, დონალდ ტუსკის მთავრობაა დამნაშავე.
„პოლონეთში დონალდ ტუსკის ერთწლიანი მმართველობის შედეგად ჩვენ პოლიტიკური პატიმრების, პოლიტიკური უთანხმოების კრიმინალიზაციის, კანონების არამართლზომიერი გამოყენების, იუსტიციის მინისტრის ყოფილი მოადგილისთვის პოლიტიკური თავშესაფრის მინიჭების, რეპრესიებისა და ოპოზიციაში კუდიანებზე ნადირობის თვითმხილველნი გავხდით. დღეს ჩვენ გვყავს პირველი მსხვერპლი ოპოზიციაში, რომელიც პარტია „სამართალი და სამართლიანობა“-ის თავმჯდომარის წინააღმდეგ წარმოებული შეთითხნილი საქმის მოწმე იყო: მოულოდნელად გარდაიცვალა იაროსლავ კაჩინსკის თანამებრძოლი, 66 წლის ბარბრა სკშიპეკი“, – დაწერა , ოპოზიციონერმა აქტივისტმა ლუმინ ვულტუსმა სოციალურ ქსელ X-ში.
პოლონელი პოლიტიკოსის სიკვდილს გამოეხმაურა აგრეთვე ევროპარლამენტარი, პოლონეთის იუსტიციის სამინისტროს ყოფილი სახელმწიფო მდივანი, პატრიკ იაკი. ის აგრეთვე ადანაშაულებს მომხდარში ტუსკის მთავრობას.