აშშ-ში ძლიერი შტორმისა და ტორნადოების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 34-მდე გაიზარდა
აშშ-ში ძლიერი ქარიშხლისა და ტორნადოების შედეგად დაღუპულთა რიცხვი ექვს შტატში 34-მდე გაიზარდა. აქედან მისურის შტატში 12 ადამიანია დაღუპული.
მომაკვდინებელი ტორნადოს შედეგად წაქცეულია ხეები და მიწასთან გაასწორებულია საცხოვრებელი სახლები. სულ მცირე რვა ადამიანი დაიღუპა კანზასში ქარიშვლით გამოწვეული ავარიების შედეგად, რომლებშიც 55-ზე მეტი მანქანა მონაწილეობდა.
საგანგებო სიტუაციების მართვის დირექტორის, როის მაკის თქმით, სამი ადამიანი უოლთოლის ოლქში დაიღუპა. კიდევ ერთი ადამიანი კი კოვინგტონის ოლქის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში. ორივე ოლქში ასევე იტყობინებიან რამდენიმე დაშავებულის შესახებ. მისისიპის შტატს ორი ტორნადო დაატყდა თავს, წაქცეულია ხეები და დაზიანებულია ელექტროგადამცემი ხაზები, დაშავდა რამდენიმე ადამიანი.