საქართველოში აშშ-ის საელჩო საგარეო საქმეთა მინისტრის, მაკა ბოჭორიშვილისა და საქართველოში აშშ-ის ელჩის, რობინ დანიგანის შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
“დღეს ელჩი დანიგანი შეხვდა საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილს და გააცნო პრეზიდენტ ტრამპისა და სახელმწიფო მდივან რუბიოს მთავარი პრიორიტეტები, ასევე, ის ნაბიჯები, რომელიც საქართველოს შეუძლია გადადგას, რათა აჩვენოს ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის გაუმჯობესებისადმი სერიოზული დამოკიდებულება”,- წერია ინფორმაციაში.