გია ვოლსკი: დასაგმობია ორმაგი სტანდარტი, რომლითაც ლატვია საქართველოს მიმართავს – სასანქციო რეჟიმის დარღვევის არაერთი შემთხვევაა გამოვლენილი მათ შორის ქართველი მებაჟეების მიერ
“საერთოდ, ლიტვა, ლატვიაც და ესტონეთიც, ძალიან მჭიდრო ეკონომიკურ კავშირში არიან რუსეთთან, მიუხედავად მათ მიერ გაკეთებული განცხადებისა. მაგრამ ეს მათი შიდა საქმეა,”- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გიორგი ვოლსკი აცხადებს.
მისივე თქმით, როდესაც ლატვია გადაწყვეტილებას იღებს, ის გამოდის საკუთარი ხალხის ინტერესებიდან, მით უმეტეს რომ ლატვიის მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილი ეთნიკურად რუსია.
„ლატვია როდესაც გადაწყვეტილებას იღებს, ის გამოდის საკუთარი ხალხის ინტერესებიდან, მით უმეტეს რომ ლატვიის მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილი ეთნიკურად რუსია. თუმცა, დასაგმობია ორმაგი სტანდარტი, რომლითაც ლატვია საქართველოს მიმართავს. სასანქციო რეჟიმის დარღვევის არაერთი შემთხვევაა გამოვლენილი მათ შორის ქართველი მებაჟეების მიერ, რომლებიც წარმატებით ართმევენ თავს თავიანთ ამოცანას და საქართველო არასოდეს არ გამოყენებულა სანქციების დასარღვევად, ან რუსეთის ფედერაციისთვის ხელშესაწყობად, რათა სანქციებს აუაროს გვერდი,” – აცხადებს გიორგი ვოლსკი.
ცნობისთვის, ლატვიის ეროვნული ავიაკომპანია, 2022 წლიდან 2024წლის მარტამდე, რუსული კომპანიის “ტატ ნეფტ” ავიასერვისისგან თვითმფრინავებისთვის საწვავს ყიდულობდა და ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს არღვევდა.