გიორგი ვოლსკი ჩეხეთის სენატის მიერ მიღებულ რეზოლუციაზე: სერიოზულად უპირისპირდება საქართველოს ეროვნულ ინტერესს

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი ჩეხეთის სენატის საგარეო კომიტეტის მიერ მიღებულ რეზოლუციას გამოეხმაურა.

„ამ კომიტეტსაც, რასაკვირველია, სირცხვილი, ვინაიდან არა თუ უსამართლოა, არამედ სერიოზულად უპირისპირდება საქართველოს ეროვნულ ინტერესს, უსირცხვილოდ, უსამართლოდ და ორმაგი სტანდარტით ისევე, როგორც ევროპარლამენტის რეზოლუცია“, – განაცხადა ვოლსკიმ.

ცნობისთვის, ჩეხეთის სენატის საგარეო კომიტეტმა მიიღო რეზოლუცია, რომელშიც მოთხოვნილია საქართველოში ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება, პოლიტპატიმრების გათავისუფლება და სანქციების სამიზნე პირთა სიის გაზრდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები