იაგო ხვიჩია: საბოლოო ჯამში, ოპოზიცია დალაგდება იმაზე, რომ თვითმმართველობის არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა, რადგან ასე მარტივად არ დაანებებს ქართველ ხალხს თავს
„ჩემი აზრით, საბოლოო ჯამში, ესენი დალაგდებიან იმაზე, რომ თვითმმართველობის არჩევნებში მიიღებენ მონაწილეობას, რადგან ასე მარტივად არ დაანებებენ ქართველ ხალხს თავს. თუ არ მიიღეს მონაწილეობა, ძალიან კარგი იქნება”,- ამის შესახებ “გირჩის” ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ ოპოზიციის მისამართით განაცხადა.
ხვიჩია ოპოზიციას დადებული პირობის შესრულებისკენ მოუწოდებს.
“მოვუწოდებ, შეასრულონ საკუთარი პირობა, არ გადათქვან და არ მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში. ისინი არ არიან პოლიტიკური პარტიები, შესაბამისად, დიდი არაფერი დაშავდება, რომ არ მიიღონ მონაწილეობა „ქართული ოცნების“ დანამატებმა სხვადასხვა ფორმით. ერთი „ქართული ოცნება“ მონაწილეობს და „პროქსი პარტიები“ საერთოდ არ არის სავალდებულო, მონაწილეობდეს არჩევნებში, რადგან მიიღეს მონაწილეობა, გაიმარჯვეს კიდეც, ჩემი დაკვირვებით და მერე უარი თქვეს მანდატებზე, აჩუქეს „ქოცებს“. შესაბამისად, მგონია, რომ მათი მონაწილეობის შემთხვევაში, არჩევნებში კიდევ დაიკარგება ხალხის ხმები, რომელიც ძალიან ღელავდა წინასაარჩევნოდ, რომ ხმები არ დაკარგულიყო”,- აღნიშნა ხვიჩიამ.