რატი იონათამიშვილი: ოპოზიციის კონფიგურაციას საზოგადოებისთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს – ეს ადამიანები არიან მარიონეტები

“ჩვენ გვყავს რადიკალური ოპოზიცია, რომელსაც არც საკუთარი აზრი გააჩნია და ყველაფერი იმდენად არის ერთმანეთში არეული, რომ მათ კონფიგურაციას საზოგადოებისთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს”, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” წევრმა, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციაში მარიონეტები არიან.

„ისინი ერთადაც და ცალ-ცალკეც იქნებიან და უკვე ძალიან დამარცხებული, პირველ რიგში, ქართველი ხალხის მხრიდან. რა თქმა უნდა, ვერდიქტი, რომელიც ჩვენმა საზოგადოებამ მათ წინააღმდეგ გამოიტანა გასაჩივრებას აღარ ექვემდებარება. ეს ადამიანები არიან მარიონეტები, რომლებიც საკუთარი პატრონების დავალებით მოქმედებენ. ამ მოქმედებაში საერთოდ არ აინტერესებთ არც ქვეყნის ინტერესები და არც საკუთარი მხარდამჭერების პოზიციები, მხარდამჭერების, რომლებიც მათთვის თითქმის აღარც არსებობს. ეს ის ადამიანები არიან, ვინც არანაირ ნდობას და მხარდაჭერას არ იმსახურებენ“, – განაცხადა იონათამიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები