“არ შეიძლება, დიპლომატიური კორპუსი ისე მოქმედებდეს, როგორც საქართველოში მოქმედებს” – ვოლსკი

“არ შეიძლება, დიპლომატიური კორპუსი ისე მოქმედებდეს, როგორც საქართველოში მოქმედებს, ისეთი ინსტრუქცია აქვთ მიღებული, ვითომ დიდაქტიკურ, რაღაც საგანმანათლებლო საქმიანობას ეწევიან”, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

„არ შეიძლება, დიპლომატიური კორპუსი ისე მოქმედებდეს, როგორც საქართველოში მოქმედებს, მაგრამ აქ დიპლომატები არაფერ შუაში არიან. ისეთი ინსტრუქცია აქვთ მიღებული, ვითომ დიდაქტიკურ, რაღაც საგანმანათლებლო საქმიანობას ეწევიან. სინამდვილეში, პოლიტიკურ ასპარეზზე არიან გამოჭრილი არასამთავრობო ორგანიზაციებთან და კოლექტიურ „ნაცმოძრაობასთან“ ერთად, ხშირ შემთხვევაში სამარცხვინოდ და უტიფრად იქცევიან, იმის ნაცვლად, რომ ქვეყნებს შორის ურთიერთობების გაჯანსაღებაზე, გაძლიერებაზე, განვითარებაზე იმუშაონ. რაღაც სცენარში გაერთიანდნენ, რომ ვითომ საგარეო კურსი იცვლება და მხოლოდ ევროპული კურსის მიმდევარ ქვეყნებში ასე იბრძვიან. კურსი არ იცვლება. დიპლომატის მთავარი თემა ის არ არის, რომ ხელისუფლების წინააღმდეგ ადამიანების დარაზმვას შეუწყოს ხელი, ეს მავნებლობაა, რასაც აკეთებენ. შალვა პაპუაშვილმა ეს საკითხი კიდევ უფრო რბილად შეაფასა, კიდევ უფრო ხისტად თქმა შეიძლებოდა“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები