გიორგი ვოლსკი: ნარკოლოგიური შემოწმება გაიარა ყველამ და ნებისმიერ დროს მზად ვართ

“ნარკოლოგიური შემოწმება გაიარა ყველამ და ნებისმიერ დროს მზად ვართ”, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი, გიორგი ვოლსკი „ლელო – ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, საბა ბუაძის განცხადებას.

მისი თქმით, „ძლიერი საქართველო“ ბედოვლათების გუნდია.

„ნარკოლოგიური შემოწმება გაიარა ყველამ და ნებისმიერ დროს მზად ვართ. „ძლიერი საქართველო“ თუ „საშუალოდ ძლიერი საქართველო“ – ეს რაღაც ბედოვლათების გუნდი ამას იმიტომ ითხოვს, რომ მისმა მედიასაშუალებამ ასეთი სულელური შეკითხვა დასვას. რასაკვირველია, ყველა მზად არის, მაგრამ თვითონ თემა რომ წარმოიშობა „აბა თუ ისინი მზად არიან…“ „იქნებ ისინი ნარკოტიკებს იყენებენ..“ ეს არის მთავარი ამოცანასა და პრობლემიდან ყურადღების გადატანა ამ რაღაცნაირ უბადრუკ შემოძახილზე“, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

ცნობისთვის, „ლელო – ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, საბა ბუაძემ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს მოუწოდა, რომ „სავალდებულო ნარკოშემოწმების წესში ცვლილებების შეტანის ნაცვლად, თავად გაიარონ ნარკოშემოწმება და საზოგადოებას წარუდგინონ შემოწმების შედეგები“. „ვურჩევ დაიწყოს „ქართული ოცნების“ გენერალური მდივნით, კახა კალაძით“, – განაცხადა საბა ბუაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები