შალვა პაპუაშვილი: უმჯობესი იქნება თუკი ექსტრემისტული პარტიები არჩევნებზე არ გამოვლენ

“უმჯობესი იქნება თუკი ექსტრემისტული პარტიები არჩევნებზე არ გამოვლენ”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, პოლიტიკურ ლანდშაფტს გადატვირთვა სჭირდება.

„მე ზოგადად მგონია, რომ საბოლოო ჯამში, ვთქვი კიდევაც, რომ დადგება ოქტომბერი და ისე მიიღებენ მონაწილეობას მზე მაღლა იქნება-თქო და ასეც მოხდება, თუმცა უმჯობესი იქნება თუკი ექსტრემისტული პარტიები არჩევნებზე არ გამოვლენ. ეს მისცემს საშუალებას ქართულ დემოკრატიას რომ მოხდეს სრული დემოკრატიული გადატვირთვა და ყველანაირი ექსტრემისტული პოლიტიკური დაჯგუფება ჩამოცილდეს ქართულ პოლიტიკას. პირველი კარგი ნაბიჯი მათ გადადგეს იმით, რომ საკუთარ მანდატებზე უარი თქვეს და ჩვენც, რა თქმა უნდა, დავუკმაყოფილეთ. ამით საქართველოს პარლამენტი დიდ წილად განთავისუფლდა რადიკალური და ექსტრემისტული პოლიტიკური ჯგუფებისგან, რომლებიც იმართებიან გარედან. დარჩენილია ჯერ კიდევ გახარიას მარგინალური ჯგუფი. იმედია, რომ ისინიც გავლენ პარლამენტიდან და სხვებიც თუ არ მიიღებენ მონაწილეობას ესეც კარგი იქნება იმიტომ, რომ ჩვენს პოლიტიკურ ლანდშაფტს სჭირდება გადატვირთვა ექსტრემისტული, რადიკალური და ეროვნული ინტერესების მოღალატე ჯგუფებისგან“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები