მაჭავარიანი – ოპოზიციაზე: არანაირად არ აწყობთ მონაწილეობის მიღება თვითმმართველობის არჩევნებში, არიან განულებულები
“არანაირად არ აწყობთ მონაწილეობის მიღება თვითმმართველობის არჩევნებში, არიან განულებულები და რა თქმა უნდა ერიდებიან იმას, რომ მათი რეიტინგი გამოჩნდეს არჩევნებში”, – ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა ოპოზიციაზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, როგორ დავალებასაც მისცემენ მათ უცხოეთიდან, იმის მიხედვით იმოქმედებენ.
“თუმცა, რა თქმა უნდა, მათ თავიანთი გადმოსახედიდან არანაირად არ აწყობთ მონაწილეობის მიღება თვითმმართველობის არჩევნებში ვინაიდან კიდევ ერთხელ გამომჟღავნდება თუ რა რეიტინგი აქვთ მათ. ეს რეიტინგი არის კიდევ უფრო მკვეთრად შემცირებული, ვიდრე ჰქონდათ საპარლამენტო არჩევნების დრო იქიდან გამომდინარე, რომ თავიანთ ამომრჩეველსაც გაუწბილეს იმედები. მთლიანად ემსახურებიან, როგორც ეს მანამდე იყო მაგრამ გაორმაგებული ძალებით ქვეყანაში ქაოსის დათესვას. არიან განულებულები და მანდედან გამომდინარე, რა თქმა უნდა ერიდებიან იმას, რომ ეს ყველაფერი გამოჩნდეს უკვე არჩევნებში“, – განაცხადა მაჭავარიანმა.