თორნიკე ჭეიშვილი – ოპოზიციურ ალიანსზე: მობეზრდებათ ეს წინ და უკან სიარული და დაუბრუნდებიან საკუთარ ფანჩატურს

“ვითომ დაიწყეს კამპანია რეგიონებში, რაც უფრო დაემსგავსა ბრემენელი მუსიკოსებივით ხეტიალს. ალბათ მობეზრდებათ ეს წინ და უკან სიარული და დაუბრუნდებიან საკუთარ ფანჩატურს,” – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თორნიკე ჭეიშვილმა „დღის ქრონიკაში“ ოპოზიციურ ალიანსზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიციამ დირექტივა ამჯერადაც გარედან მიიღო, მაგრამ დავალების შემსრულებელნი უნიჭონი არიან.

„პერსპექტივა ამ ე.წ. ალიანსს ვერ ექნება. არის მორიგი, მარცხისთვის განწირული მცდელობა, როგორმე მოეხდინათ კოლექტიური ნაცმოძრაობის რეაბილიტაცია. დირექტივა ამჯერადაც გარედან მოდის, მაგრამ დავალების შემსრულებელნი უნიჭონი არიან და თითოეულ მათგანს იმდენად მაღალი პოლიტიკური ეგო და ამბიციები აქვს, ვერ ახერხებენ თუნდაც ამ დავალების ფონზე დათრგუნონ პოლიტიკური ვნებები. მარტის დასაწყისში დააანონსეს ალიანსის შექმნა და ამ ორ თვეში კიდევ უფრო გაიუარესეს მდგომარეობა, შეილახეს რეპუტაცია თუნდაც საკუთარ ამომრჩეველთან. ეს ყველაფერი ერთგვარ პოლიტიკურ თვითლიკვიდაციას ჰგავს. ვითომ დაიწყეს კამპანია რეგიონებში, რაც უფრო დაემსგავსა ბრემენელი მუსიკოსებივით ხეტიალს. ალბათ მობეზრდებათ ეს წინ და უკან სიარული და დაუბრუნდებიან საკუთარ ფანჩატურს. პოლიტიკური აგონიის კლასიკური გამოხატულებაა“, – აღნიშნა ჭეიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები