ირაკლი ქადაგიშვილი – ოპოზიციაზე: ნეგატივი, რომელიც უხვად აქვთ გამეტებული საქართველოსთვის, საბოლოო ჯამში, უკან უბრუნდებათ
“ოპოზიციის პერსპექტივა ასეთია – ამ ქვეყანაში ეკონომიკა ჩამოიშალოს, რამენაირად მოსახლეობაში პოლარიზაცია კიდევ უფრო გამძაფრდეს და ეკლესიაში პატრიარქის გამორჩევასთან დაკავშირებული საკითხები სკანდალურად წარმართონ”,- ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
ქადაგიშვილის თქმით, ოპოზიციას ნეგატივი უკან უბრუნდება.
„აქედან გამომდინარე, ნეგატივი, რომელიც მათ უხვად აქვთ გამეტებული საქართველოსთვის, საბოლოო ჯამში, უბრუნდებათ და უტრიალდებათ უკან”,- აღნიშნა ქადაგიშვილმა.