მაჭავარიანი – მამუკა ხაზარაძის მიერ ჯარიმის გადახდაზე: გადახდილი თანხა ნიშნავს, რომ ბატონმა ხაზარაძემ აღიარა პირდაპირ, რომ მან ჩააგდო ანაკლიის პროექტი

“გადახდილი თანხა ნიშნავს, რომ ბატონმა ხაზარაძემ აღიარა პირდაპირ, რომ მან ჩააგდო ანაკლიის პროექტი“, – ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა განაცხადა. აღნიშნულით ის მამუკა ხაზარაძის მიერ ანაკლიის პროექტის თემასთან დაკავშირებით პარიზის საარბიტრაჟოს სასამართლოს დაკისრებული ჯარიმის გადახდას გამოეხმაურა.

„შეგახსენებთ, რომ როდესაც საქართველოში წააგო სასამართლო პროცესები, მან უჩივლა საქართველოს პარიზის საარბიტრაჟოში და როდესაც არ დაუკმაყოფილა პარიზის საარბიტრაჟომ მას სარჩელი, იქ გამოიკვეთა შემდეგი რაღაცა, რომ მას რომ მოეგო საქართველოს წინააღმდეგ დავა, მას თავის ჯიბეში ჩვენი ქვეყნის ბიუჯეტიდან მიჰქონდა მილიარდ-ნახევარი დოლარი და ამის სანაცვლოდ პარიზის საარბიტრაჟო მას დააკისრა 650 ათასი დოლარის გადახდა ჩვენი ბიუჯეტის სასარგებლოდ. შესაბამისად ამით ყველაფერი ნათელია“, – განაცხადა მაჭავარიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები