რატი იონათამიშვილი „დიფ სთეითზე“: მათ აქვთ იგივე მიზნები, რაც აქამდეც ჰქონდათ

,,მათ აქვთ იგივე მიზნები, რაც აქამდეც ჰქონდათ. ეს არის კონკრეტული მიზნები, რომ საქართველო იყოს მათი ინტერესების პაიკი და ისე ათამაშონ ჩვენი ქვეყანა, როგორც მოისურვებენ. გამოიყენონ ყველაზე ბნელი და ყველაზე მიუღებელი დამანგრეველი სცენარების განხორციელებაში”, – ამის შესახებ ,,ქართული ოცნების” წევრმა, რატი იონათამიშვილმა „დიფ სთეითზე“ საუბრისას განაცხადა.

„ის, რაც ხდება უკრაინაში დღეს, ფაქტობრივად პროქსი ქვეყანა უნდათ რომ გახდეს საქართველო და რა თქმა უნდა ეს ქვეყნები საკუთარი ხალხის ნებას არ გამოხატავენ, ვინაიდან მათ მთლიანად აქვთ პოლიტიკური სუვერენიტეტი დაკარგული და ისინი გამოხატავენ „დიფ სთეითის“ გეგმებს“, – აღნიშნა იონათამიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები