„რომ შევხედოთ რეალობას, აშშ-ის სიძლიერე მის დოლარზე არის დამყარებული და მრეწველობის კუთხით უამრავი საწარმო გასულია ამერიკის შეერთებული შტატებიდან” – ქადაგიშვილი

“ამერიკის შეერთებული შტატების ახალ ადმინისტრაციას აქვს სატარიფო, ანუ სავაჭრო ომის პოლიტიკა არჩეული. ისინი ფიქრობენ, რომ ფაქტობრივად ამერიკიდან მოხდა მრეწველობის განლევა, ამერიკა აღარ აწარმოებს იმ რაოდენობით არც სტრატეგიულ ნედლეულს, არც ენერგო რესურსებს, არც უშუალოდ სხვადასხვა პროდუქციას, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების სიძლიერეს განაპირობებს”, – ამის შესახებ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა აშშ-ის ახალ ადმინისტრაციაზე საუბრისას, „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.

„რომ შევხედოთ რეალობას, ამერიკის შეერთებული შტატები, მისი სიძლიერე, მის დოლარზე არის დამყარებული და მრეწველობის კუთხით უამრავი საწარმო გასულია ამერიკის შეერთებული შტატებიდან. მთელი ცენტრალური ამერიკა მრეწველობის გარეშე არის დარჩენილი, დიდი რაოდენობა ამ მრეწველობისა წავიდა ჩინეთში, გადავიდა მექსიკაში და ასე შემდეგ.

ამიტომ ტრამპის პოლიტიკა არის სწორედ ისეთი სავაჭრო ბარიერების შექმნა, რომ დააბრუნოს მრეწველობა ამერიკაში და ის პროდუქცია, რომელიც ამერიკიდან გადის სხვა ბაზარზე, თუ არის ტარიფის ქვეშ, ანალოგიური ტარიფით უპასუხოს. ტრამპი ცდილობს ამერიკისათვის, მისი ეკონომიკისათვის სწორი განვითარების გზა შექმნას. რამდენად ეფექტური იქნება ამას რა თქმა უნდა გარკვეული დრო გვაჩვენებს.

რაც შეეხება სამშვიდობო პოლიტიკას, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი გამომდინარე იქიდან რომ, ის თვლის ეს ომი უკრაინაში რომელიც არ არის მხოლოდ ტერიტორიებისთვის ომი, როგორც ზოგს უნდა წარმოაჩინოს, ეს ომი არ იქნებოდა, რომ არა არასწორი იდეოლოგიური თუ პოლიტიკური ხედვები მთელი რიგი მიმართულებით, ამიტომ ის ფიქრობს, რომ საჭიროა ომის გაჩერება“, – აღნიშნა ქადაგიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები