“საკითხები, რომლებზეც საქართველოს სუვერენიტეტის განმტკიცებისთვის ვსაუბრობდით, უფრო მეტად მნიშვნელოვანი ხდება, მათ შორის, ევროპაშიც” – იონათამიშვილი
“გერმანიის მომავალი კანცლერი, როგორც ჩანს, არასამთავრობო ორგანიზაციების შემოწმებას იწყებს, საკითხები, რომლებზეც ვსაუბრობდით, უფრო მეტად მნიშვნელოვანი ხდება, მათ შორის ევროპაში”, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.
“საკითხები, რომლებზეც საქართველოს სუვერენიტეტის განმტკიცებისთვის ვსაუბრობდით, უფრო მეტად მნიშვნელოვანი ხდება, მათ შორის ევროპაშიც. მათ მოვუწოდებდი, ბევრი რაღაც ჩვენგან ისწავლონ. როგორც ჩანს, მათ სახელმწიფოებრივ და პოლიტიკურ საქმიანობაში ჩვენი გადაწყვეტილებები გამოადგებათ“, – აღნიშნა იონათამიშვილმა.