გურამ მაჭარაშვილი: ზელენსკიმ ძალიან კარგად იცოდა რუსეთ-უკრაინის ომის მომავალი და სამწუხაროდ, შეგნებულად წავიდა ამ ნაბიჯზე, როგორც უცხო გავლენის აგენტი

„უკრაინამ ომი დაიწყო NATO-ში შესვლის მიზეზით, იმ ფონზე, რომ იცოდნენ, თავად აშშ-ს არ ჰქონდა იგივე გეგმა. ეს, რასაც სულ ვამბობდით, დადასტურდა სამი წლის თავზე”, – ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის” აღმასრულებელმა მდივანმა, დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ზელენსკიმ ძალიან კარგად იცოდა რუსეთ-უკრაინის ომის მომავალი და სამწუხაროდ, შეგნებულად წავიდა ამ ნაბიჯზე, როგორც უცხო გავლენის აგენტი.

„რა თქმა უნდა, ზელენსკის გათვალისწინებული ჰქონდა ის, რომ ომის შემთხვევაში ათობით ათასი უკრაინელი დაიღუპებოდა და მათ შორის სამოქალაქო პირებიც იქნებოდნენ. იცოდა ისიც, რომ ომს მოსდევს ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის ნგრევა, ბუნდოვანი მომავალი და ა.შ. რაც ყველაზე მთავარია, ევროკავშირის წევრი ქვეყნების ნაწილი პირდაპირ ამბობს, რომ უკრაინაში მშვიდობა მათთვის საფრთხეა და ეს ომი არ უნდა შეწყდეს. შესაბამისად, არ მგონია, რომელიმე ჭკუათმყოფელ ადამიანს სჯეროდეს, რომ ზელენსკიმ ეს მომავალი არ იცოდა. მან ძალიან კარგად იცოდა ამ ომის მომავალი და სამწუხაროდ, შეგნებულად წავიდა ამ ნაბიჯზე. შეიძლება მას რაღაც მომენტში, ადამიანურად, ამ ომიდან გასვლის სურვილიც გასჩენია, მაგრამ ეს არის აგენტის ხვედრი – როცა ხელს მოაწერ და უცხოური ძალების აგენტად ჩაეწერები, სამწუხაროდ, აღარაფერს აღარ გეკითხებიან გადაწყვეტილებების შესახებ, ისინი უბრალოდ უნდა შეასრულო”, – აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები