აბდულა არიპოვი: უზბეკეთი ყოველთვის მზადაა საქართველოსთან მჭიდრო და ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის როგორც ორმხრივი, ისე მრავალმხრივი ურთიერთობების ყველა ფორმატში
უზბეკეთი ყოველთვის მზადაა საქართველოსთან მჭიდრო და ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის როგორც ორმხრივი, ისე მრავალმხრივი ურთიერთობების ყველა ფორმატში, – განაცხადა უზბეკეთის პრემიერ-მინისტრმა აბდულა არიპოვმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრისას.
მისი თქმით, უზბეკეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობები ბოლო პერიოდში აქტიურად ვითარდება ყველა მიმართულებით და ეს თანამშრომლობა ეფუძნება ურთიერთნდობის და პატივისცემის პრინციპებს.
„ბატონო პრემიერ-მინისტრო, ქართული დელეგაციის წევრებო, ჩემთვის სასიხარულოა თქვენი მასპინძლობა უზბეკეთში. კეთილი იყოს თქვენი ჩამობრძანება. ურთიერთობები უზბეკეთსა და საქართველოს შორის ბოლო პერიოდში აქტიურად ვითარდება ყველა მიმართულებით და ეფუძნება ურთიერთნდობის და პატივისცემის პრინციპებს.
თანამშრომლობა ეკონომიკის სხვადასხვა სფეროში ინტენსიურად მიმდინარეობს. ორმხრივი ვაჭრობის მაჩვენებლები იზრდება, ასევე ხორციელდება ერთობლივი პროექტები. კულტურული, ჰუმანიტარული და რეგიონთაშორისი კავშირები მტკიცდება.
უზბეკეთი ყოველთვის მზადაა საქართველოსთან მჭიდრო და ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის როგორც ორმხრივი, ისე მრავალმხრივი ურთიერთობების ყველა ფორმატში.
დღეს ჩვენი მთავრობების მთავარ ამოცანას წარმოადგენს იმ შეთანხმებების დროული განხორციელება, რომლებიც ეხება ახალ შეთავაზებებს ჩვენი ურთიერთობების შემდგომი გაღრმავებისთვის.
ბატონო ირაკლი, დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის რანგში თქვენი პირველი ოფიციალური ვიზიტი უზბეკეთში კიდევ უფრო განამტკიცებს ურთიერთსასარგებლო ურთიერთობებს ჩვენს ქვეყნებს შორის, ასევე ახალ ბიძგს მისცემს ჩვენს თანამშრომლობას.
დღეს ჩვენ გვაქვს კარგი შესაძლებლობა, ერთმანეთს გავუზიაროთ მოსაზრებები ორმხრივი დღის წესრიგის აქტუალურ საკითხებზე“, – განაცხადა უზბეკეთის პრემიერ-მინისტრმა.