მეტეხის ხიდიდან მტკვარში გადავარდნილი ავტომობილი იპოვეს
თბილისში, მეტეხის ხიდიდან მტკვარში გადავარდნილი ავტომობილი იპოვეს.
როგორც “კვირას” საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ამ დროისთვის, ავტომობილის ამოყვანის სამუშაოები მიმდინარეობს.
დაშავებულების ან მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია, ჯერჯერობით, ცნობილი არ არის.