“კალათბურთის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტთან შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოში კალათბურთის განვითარებას, მეტ ხელშეწყობას; ჩვენ ვუთხარით მათ, თუ რამხელა ხელშეწყობა აქვს კალათბურთს” – შალვა გოგოლაძე

„[შეხვედრაზე] საუბარი შეეხო საქართველოში კალათბურთის განვითარებას, მეტ ხელშეწყობას. ჩვენ ვუთხარით მათ, თუ რამხელა ხელშეწყობა აქვს კალათბურთს, რას ვფიქრობთ კალათბურთის განვითარების კუთხით მომავალში”, – ამის შესახებ სპორტის მინისტრმა, შალვა გოგოლაძემ განაცხადა, რომელიც, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად, კალათბურთის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტ ხორხე გარბახოსას შეხვდა.

“ამაზე [კალათბურთის საერთაშორისო] ფედერაციის პრეზიდენტი ძალიან კმაყოფილი დარჩა.

როგორც მოგეხსენებათ, აგვისტოს თვეში ჩვენი ეროვნული ნაკრები „ევრობასკეტზე“ თამაშს იწყებს. მათ წარმატება უსურვა ფედერაციის პრეზიდენტმა. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ეროვნული ნაკრები ერთ-ერთ საუკეთესო ევროპის ჩემპიონატს ჩაატარებს აგვისტოში“, – განაცხადა მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები