ევროკავშირის პრესსამსახურის ოფისი ოკუპირებულ აფხაზეთში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებზე – ევროკავშირი არ ცნობს იმ კონსტიტუციურ და სამართლებრივ ჩარჩოს, რომელშიც ის ჩატარდა

ევროკავშირი არ ცნობს იმ კონსტიტუციურ და სამართლებრივ ჩარჩოს, რომელშიც აფხაზეთის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა, – ამის შესახებ „ინტერპრესნიუსი” წერს.

„ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს, როგორც ეს აღიარებულია საერთაშორისო სამართლის მიერ. რაც შეეხება ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს, რომელიც გაიმართა საქართველოს ოკუპირებულ, სეპარატისტულ რეგიონში, აფხაზეთში, ევროკავშირი არ ცნობს იმ კონსტიტუციურ და სამართლებრივ ჩარჩოს, რომელშიც ის ჩატარდა. ევროკავშირი გააგრძელებს არაღიარებისა და ჩართულობის პოლიტიკას”, – აცხადებენ ევროკავშირის პრესსამსახურის ოფისში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები