ამბროლაურის მერი: ჩატარებული სამუშაოების შედეგად, ელექტროენერგია მუნიციპალიტეტის ყველა სოფელს უკვე სრულად მიეწოდება
ამბროლაურის მუნიციპალიტეტში ელექტრო ენერგიის აღდგენის სამუშაოები დასრულდა.
ამ დროისთვის გაწმენდითი სამუშაოები სრულად ჩატარებულია სოფლების ცენტრალურ, ასევე ძირითად საუბნო გზებზე და გადაადგილება მუნიციპალიტეტის მასშტაბით, თითქმის ყველა სოფელში შეუფერხებლად ხორციელდება.
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერის, ზვიად მხეიძის განცხადებით, ელექტროენერგია 16 სოფელს არ მიეწოდებოდა. ჩატარებული სამუშაოების შედეგად, ელექტროენერგია მუნიციპალიტეტის 68-ვე სოფელს უკვე სრულად მიეწოდება.
„მობილიზებული იყო ჩვენს ხელთ არსებული ყველა ტექნიკა და დღეს, დღის ბოლომდე, ყველა სოფლის ცენტრამდე და ძირითად უბნებამდე გზა გაიწმინდება“, – განაცხადა მერმა.