ხელვაჩაურის მერის ზაზა დიასამიძის განცხადებით, მუნიციპალიტეტის მაღალ სოფლებში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა ეტაპობრივად უახლოეს პერიოდში აღდგება.
„ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მაღალ სოფლებში საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ მოძრაობს მოსახლეობის უსაფრთხოების დაცვის გამო და ჩვენ ვფიქრობთ, რომ დღეს ან ხვალისთვის ეტაპობრივად მოხდება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის აღდგენა.
სახლის სახურავის დაზიანების 33 ფაქტი გვაქვს, ასევე – 7 დამხმარე ნაგებობების, თუმცა მუნიციპალიტეტი აქტიურადაა ჩართული. დღეიდან უკვე დავიწყეთ შესწავლა“, – განაცხადა ხელვაჩაურის მერმა.