ალექსანდრე გოგორიშვილი: ვანის მუნიციპალიტეტში სოფლების გზების გაწმენდითი სამუშაოები გრძელდება

,,ვანის მუნიციპალიტეტში სოფლების გზების გაწმენდითი სამუშაოები გრძელდება. მუნიციპალიტეტში სულ 42 სოფელია, აქედან 37 სოფელში მიმავალი გზა უკვე გახსნილია”, – ამის შესახებ ვანის მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე გოგორიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, დარჩენილია 5 სოფელი.

„9 ერთეული მძიმე ტექნიკა მუშაობს სოფლების გზების გახსნასთან დაკავშირებით. ჩვენს მუნიციპალიტეტში სულ 42 სოფელია. აქედან 37 სოფელში მიმავალი გზა სოფლის ცენტრამდე უკვე გახსნილია. დარჩენილი გვაქვს 5 სოფელი, რომელიც უკვე ხვალ დღის ბოლომდე დასრულებული იქნება. ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ რა მოთხოვნაც შემოდის ჩვენთან ყველა შეტყობინებაზე რეაგირება მოვახდინოთ. ეს შეეხება საკვებ პროდუქტს, მედიკამენტებს ან ავადმყოფის გადაყვანას“, – განაცხადა გოგორიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები