,,აბსოლუტურად ყველა სოფელთან გვაქვს კომუნიკაცია სხვადასხვა ტიპის ტექნიკური საშუალებებით”, – ამის შესახებ ოზურგეთის მერმა ავთანდილ თალაკვაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ოჯახებში სასურსათო კალათების გადანაწილება მიმდინარეობს.
„ხდება საავტომობილო გზების აღდგენა პირველ რიგში ცენტრამდე, რომ ხელმისაწვდომობა სრულად იყოს დაფარული. რაც შეეხება მოსახლეობას, რომელიც ჩარჩენილი იყო სოფლებში, მთავრობის მხარდაჭერით მივიღეთ უკვე 5 500 -ზე მეტი კალათა თითოეული ოჯახისთვის გათვალისწინებული. ასევე, დღეს მივიღეთ ბატონი ვანო ჩხარტიშვილის მიერ გამოგზავნილი 500 კალათა“, – განაცხადა ავთანდილ თალაკვაძემ.