გურიაში სახლი დაიწვა
გურიაში, ოზურგეთში ხანძრის შედეგად საცხოვრებელი სახლი დაიწვა.
გავრცელებული ინფორმაციით, სახლის პატრონი მეზობელ სოფელში სხვების დასახმარებლად იყო გადასული, უკან დაბრუნებულს კი სახლი დამწვარი დახვდა.
როგორც ,,კვირას” შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, მომხდარის შედეგად არავინ არ დაშავებულა.