“ოქტომბერში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები იქნება და მოსახლეობას ანახონ, რა გოგოები და ბიჭები არიან, რა ტიპის მხარდაჭერა აქვთ” – მახაშვილი
“საპარლამენტო არჩევნების მატარებელმა ჩაიარა, ოქტომბერში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები იქნება და მოსახლეობას ანახონ, რა გოგოები და ბიჭები არიან, რა ტიპის მხარდაჭერა აქვთ”, – ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა განაცხადა.
როგორც მახაშვილმა განმარტა, ოპოზიცია ნორმალურ პროცესებს რაც უფრო მალე დაუბრუნდება, მათთვის მით უკეთესი იქნება.
„საპარლამენტო არჩევნების მატარებელმა ჩაიარა, ოპოზიცია ნორმალურ პროცესებს რაც უფრო მალე დაუბრუნდება, მათთვის მით უკეთესი იქნება. თუ მაინც და მაინც არჩევნებზე საუბარი სურთ, ოქტომბერში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები იქნება და მოსახლეობას ანახონ, რა გოგოები და ბიჭები არიან, რა ტიპის მხარდაჭერა აქვთ“, – განაცხადა მახაშვილმა.