“პარტიები არჩევნებისთვის მოემზადონ, ოღონდ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის და ვნახოთ, ქართული საზოგადოება დაუჭერს თუ არა მხარს იმ ყველაფრის შემდეგ, რაც მათ ბოლო ოთხი თვის განმავლობაში იკადრეს”, – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.
„ძალიან მალე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები იქნება, რომელიც ოქტომბერში ჩატარდება. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ბრწყინვალე შესაძლებლობა იქნება ყველა პარტიისთვის, რომ საკუთარი რეიტინგი კიდევ ერთხელ გაზომონ. დიახ, არჩევნებისთვის მოემზადონ, ოღონდ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის და ვნახოთ, ქართული საზოგადოება დაუჭერს თუ არა მხარს იმ ყველაფრის შემდეგ, რაც მათ ბოლო ოთხი თვის განმავლობაში იკადრეს“, – განაცხადა სამხარაძემ.