“სტრასბურგის სასამართლოს არანაირი შენიშვნა არ ჰქონია საქართველოს კანონმდებლობასთან დაკავშირებით, რომელიც არეგულირებს შეკრება – მანიფესტაციებს და საჭიროების შემთხვევაში სახელმწიფო მხრიდან ძალის გამოყენებას, პირიქით ევროპულმა სასამართლომ პირდაპირ აღნიშნა, რომ ისეთ შემთხვევებში, როდესაც ადგილი აქვს სამართალდამცველებზე და სახელმწიფო ინსტიტუტებზე თავდასხმას, სახელმწიფოს რა თქმა უნდა აქვს უფლება გამოიყენო სპეციალური საშუალებები და ძალა”, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, ბექა ძამაშვილმა სტრასბურგის სასამართლოში მიმდინარე საქმის განხილვაზე საუბრისას განაცხადა.
“ასევე, გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ ამ თემასთან დაკავშირებით პროკურატურამ დროულად დაიწყო საგამოძიებო მოქმედებები და ბევრი საგამოძიებო მოქმედება განხორციელდა. სხდომაზე უკვე დიდი პალატის წინაშე საქართველოს მთავრობა, რა თქმა უნდა უნდა დაამტკიცებს იმავეს, რომ ჩვენი კანონმდებლობა არის ევროპულ კონვენციასთან შესაბამისობაში შეკრება – მანიფესტაციებთან დაკავშირებით. ასევე ახლა უკვე დიდმა პალატამ რომ აღნიშნოს, როდესაც სახელმწიფო ინსტიტუტებზე ხდება თავდასხმა ასეთ დროს ძალის გამოყენება არის ნამდვილად ნებადართული. დავაფიქსირებთ, რომ სახელმწიფო აქვს მზაობა ეს მითითებები გაითვალისწინოს გამოძიების პროცესში, – აღნიშნა ძამაშვილმა.
ცნობისთვის, სტრასბურგის სასამართლოში 20-21 ივნისის საქმის განხილვა დიდ პალატაში მიმდინარეობს.