ირაკლი ქადაგიშვილი – სტიქია არ ჩერდება, სახელმწიფოს მხრიდან რეაგირება დროული და ადეკვატური იყო
„სტიქია არ ჩერდება, განუწყვეტლივ თოვს, ამის პარალელურად სახელმწიფოს მხრიდან ძალისხმევა იზრდებოდა, რეაგირება დროული და ადეკვატური იყო,“ – ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, მთავრობის სხდომა როდესაც იმართებოდა, პრემიერ-მინისტრმა თქვა, რომ გურიასა და აჭარაში მძიმე ვითარებაა და ყველა ნაბიჯი იდგმება.
„ოპოზიციას, სამწუხაროდ მოკავშირედ უბედური შემთხვევა ან სტიქია ჰყავს. სტიქია ისეთი რამეა, რაც პირდაპირ მართვას და პირდაპირ დაგეგმავს არ ექვემდებარება. იყო თუ არა რეაგირება ადეკვატური და დროული? – რა თქმა უნდა, ადეკვატური იყო. როცა მთავრობის სხდომა იმართებოდა, პრემიერ-მინისტრმა თქვა, რომ გურიასა და აჭარაში სტიქიის მიმართულებით მძიმე ვითარება იყო და ყველა ნაბიჯი იდგმებოდა. სტიქია არ ჩერდება, განუწყვეტლივ თოვს. სახელმწიფოს მხრიდან ამის პარალელურად ძალისხმევა იზრდებოდა. გადაწყვეტილება მიღებული იყო თავდაცვის ძალების გამოყვანაზეც“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.