“როგორც ჩანს, ომი დასასრულისკენ მიდის და პოზიცია, რომელიც საქართველოს ომის დაწყების პირველივე დღეს ჰქონდა, მტკიცდება, რომ ქვეყნისთვის ერთადერთი სწორი პოზიცია იყო” – ქადაგიშვილი
“სამი წლის გამოცდილება აჩვენებს, რომ ამ ომს სხვადასხვა ბენეფიციარი ჰყავდა, სამწუხაროდ, ეს ომი მოხდა უკრაინელებისა და უკრაინის სახელმწიფოს ხარჯზე”, – ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, “ომის წინ რამდენიმე რაუნდი სწორედ ნატო-ს თემა იყო”.
“ეს საკითხი სიახლეს რომ არ წარმოადგენდა, ყველასთვის ნათელი იყო. როცა ამ საკითხზე ის ვთქვით, რაც საერთაშორისო დონეზე ნათელი იყო, რა ამბავი ატეხეს, ყველას გვახსოვს. ცოტა ხნის შემდეგ იგივე ურსულა ფონ დერ ლაიენმა გაიმეორა, მაგრამ რა თქმა უნდა, მაშინ ჩვენი ოპოზიცია ამ თემაზე ხმას არ იღებდა. დღეს ყველაფერი ნათელია. როგორც ჩანს, ომი დასასრულისკენ მიდის და პოზიცია, რომელიც საქართველოს ომის დაწყების პირველივე დღეს ჰქონდა, მტკიცდება, რომ ქვეყნისთვის ერთადერთი სწორი პოზიცია იყო“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.