ირაკლი ჩიქოვანი: არჩილ ტატუნაშვილი არის საოკუპაციო რეჟიმის მსხვერპლი

„არჩილ ტატუნაშვილი არის საოკუპაციო რეჟიმის მსხვერპლი,“ – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრი, ირაკლი ჩიქოვანი სოციალურ ქსელში წერს.

„დღეს არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობიდან შვიდი წელი გავიდა. არჩილი არის საოკუპაციო რეჟიმის მსხვერპლი, რომლის ტრაგედიამ შეძრა და ამასთან, გააერთიანა სრულიად საქართველო.  დარწმუნებული ვარ, ჩვენი სახელმწიფოს ძალისხმევით აუცილებლად დადგება მართლმსაჯულება და ამ სასტიკ დანაშაულში მონაწილე პირები კანონის სრული სიმკაცრით დაისჯებიან,” – წერს ირაკლი ჩიქოვანი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები