ანჯეი დუდა: მე შევთავაზე პრეზიდენტ ზელენსკის, დარჩეს მშვიდი და კონსტრუქციული თანამშრომლობის კურსის მომხრე აშშ-ის პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან
პოლონეთის პრეზიდენტი ანდჯეი დუდა, უკრაინის პრეზიდენტთან სატელეფონო საუბარს სოციალურ ქსელში ეხმაურება და წერს, რომ მან შესთავაზა ვოლოდიმირ ზელენსკის, დარჩეს მშვიდი და კონსტრუქციული თანამშრომლობის კურსის მომხრე დონალდ ტრამპთან.
„რამდენიმე წუთის წინ მე დამირეკა პრეზიდენტმა ზელენსკიმ. ჩვენ შორის ღია საუბარი შედგა გენერალ კელოგთან ცოტა ხნის წინ გამართულ შეხვედრასთან და სხვა მოვლენებთან დაკავშირებით. მე გადავეცი მას, რომ ვთვლი, რომ აშშ-ის მხარდაჭერის გარეშე არ არსებობს სისხლისღვრის შეჩერების სხვა საშუალება და უკრაინაში მტკიცე მშვიდობის მიღწევა. ამ მიზეზით, მე შევთავაზე პრეზიდენტ ზელენსკის, დარჩეს მშვიდი და კონსტრუქციული თანამშრომლობის კურსის მომხრე აშშ-ის პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან. მე მჯერა, რომ კეთილი ნება და გულახდილობა აშშ-ის მოლაპარაკების სტრატეგიის საფუძველს წარმოადგენენ. მე ეჭვი არ მეპარება, რომ პრეზიდენტი ტრამპი ხელმძღვანელობს პასუხისმგებლობის ღრმა გრძნობით გლობალური სტაბილურობისთვის და მშვიდობისთვის“, – წერს დუდა.